Website is under construction.
აირჩიეთ ქვეყანა:

სიახლეები

<< Back to news list


გაგზავნე თანხა ახლა, გადაიხადე მოგვიანებით! - ოვერდრაფტი

05.02.2019

გაგზავნე თანხა ახლა, გადაიხადე მოგვიანებით!

საქართველოს მოქალაქეებს ვაძლევთ შესაძლებლობას ისარგებლონ ოვერდრაფტით ფულად გზავბილებზე.

ოვერდრაფტით კომფორტულად შეძლებთ წინასწარ დამტკიცებული ლიმიტის ფარგლებში გაგზავნოთ თანხა თქვენს ახლობელ ადამიანებთან სამშობლოში და მოგვიანებით გადაიხადოთ.

თუ გსურთ ოვერდრაფტით სარგებლობა გთხოვთ შეავსეთ განაცხადი. 
დაწვრილებით ინფორმაცია ოვერდრაფტის შესახებ იხილეთ განაცხადის ფორმის ქვემოთ.

 

რა საბუთები დასჭირდება მომხმარებელსრომ კრედიტ-გზავნილის სერვისით ისარგებლოს?

  • საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი ვალიდური საბუთი (რომელსაც აქვს ვადა) - საქართველოს მოქალაქის პასპორტი.
  • ინტელიექსპრესი აღნიშნულ სერვისს სთავაზობს მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს, შესაბამისად, საბერძნეთის ან იტალიის ოფიციალური საიდენტიფიკაციო საბუთების საფუძველზე მომსახურება ვერ მოხდება.

 

მომხმარებელს შეუძლია ისარგებლოს ინტელიექსპრესის ოვერდრაფტის სერვისით, რომელიც გულისხმობს ფულადი გზავნილის განხორციელებას თანხის მოგვიანებით გადახდით. ეს პროდუქტი კომპანიამ სპეციალურად თავისი მომხმარებლებისთვის შექმნა, რათა მათ შესაძლებლობა მიეცეთ განახორციელონ ფულადი გზავნილები საქართველოში იმ შემთხვევაშიც კი, თუ არ აქვთ საკმარისი თანხა.
 

რას წარმოადგენს ინტელიექსპრესის ოვერდრაფტის სერვისი?

ინტელიექსპრესმა პროდუქტი ოვერდრაფტი, რამდენიმე წლის წინ, სპეციალურად საკუთარი ერთგული მომხმარებლებისთვის შექმნა. პროცედურა მარტივია: მომხმარებელი აღნიშნული ტიპის ფულად გზავნილს ახორციელებს ისევე, როგორც ჩვეულებრივ ფულად გზავნილს, უბრალოდ, იგი ამ შემთხვევაში არ იყენებს საკუთარ ფულად სახსრებს, თანხას ინტელიექსპრესი რიცხავს სესხის სახით.

 

რით არის საინტერესო ეს სერვისი?

მოგეხსენებათ, ხშირად ხდება, რომ მომხმარებელს ეჩქარება თანხის გაგზავნა, მაგრამ იმ მომენტისთვის საკმარისი ფული არ აქვს, - სწორედ ასეთ დროს ეხმარება მას ჩვენი სერვისი. ოვერდრაფის ხელშეკრულების არსებობის შემთხვევაში თანხის გაგზავნა ოფისში მისვლის გარეშე, სახლიდან გაუსვლელადაც არის შესაძლებელი. რაც შეეხება აღებული თანხის გადახდის პირობებს: გადახდის სისტემა მოქნილი და მარტივია და გათვალისწინებულია საშეღავათო პერიოდი, როცა მომხმარებელს ოვერდრაფტის სერვისით უფასოდ სარგებლობა შეუძლია.

 

რას გულისხმობს უფასოდ ოვერდრაფტის გზავნილით სარგებლობა?

კრედიტ-გზავნილის განხორციელების შემდეგ, 5 დღის განმავლობაში მომხმარებელს შეუძლია უპროცენტოდ ისარგებლოს სერვისით. თუ თანხას 5 დღეში დააბრუნებთ რამდენიც გაგზავნა ინტელიექსპრესმა თქვენ მაგივრად, ზუსტად იმდენის შეტანა მოგიწევთ. მხოლოდ 5 დღიანი პერიოდის ამოწურვის შემდეგ დაერიცხება თანხას პროცენტი.

 

როგორია სესხის დაფარვის სქემა?

თანხის დაფარვა აუცილებელია თვის ბოლოს. პროცენტი გამოითვლება დღეების მიხედვით, ამიტომ თანხის ერთ თვეზე ადრე დაფარვის შემთხვევაში ნაკლები პროცენტის გადახდა მოგიწევთ. ჯამში, გადახდის ვადა არის თანხის გაგზავნიდან ერთი თვე და ფარავთ ინტელიექსპრესის მიერ გაგზავნილ თანხას და პროცენტს. დაგვიანების შემთხვევაში მოქმედებს ინტელიექსპრესთან გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციები.

 

როგორ ვისარგებლოთ ინტელექსპრესის ოვერდრაფტის სერვისით?

სერვისით სარგებლობისთვის საჭიროა:

  • მომხმარებელი ინტელიექსპრესის საშუალებით მინიმუმ 6 თვის განმავლობაში გზავნიდეს თანხას ან წარმოადგინოს რომელიმე სხვა სისტემის ფულადი გზავნილების დამადასტურებელი საბუთი ბოლო 12 თვის განმავლობაში გზავნილების ისტორიით.
  • მომხმარებელმა შეავსოს ოვერდრაფტის განაცხადი ინტერნეტის საშუალებით (მითითებული ფორმა) ან ჩვენს ოფისებში (საბერძნეთში, იტალიასა და დიდ ბრიტანეთში).
  • ზოგიერთ შემთხვევაში ინტელექსპრესმა შესაძლოა მოითხოვოს გარანტორის მონაცემების მითითება, რომელიც მუდმივად ცხოვრობს საქართველოში.

აღნიშნული პროცედურის გავლის შემდეგ მომხმარებელს, მისი გზავნილების ისტორიის გათვალისწინებით, პროგრამულად დაუმტკიცდება საკრედიტო ლიმიტი.

შემდგომში უკვე მრავალჯერადად შეეძლებათ ისარგებლოს

კრედიტ-გზავნილის სერვისით. საჭიროების შემთხვევაში კი გაგზავნოს თანხა ოვერდრაფტით ოფისში მიუსვლელად.

სიახლე!

ინტელიექსპრესის ოვერდრაფტით სარგებლობასთან ერთად, თქვენ შეგიძლიათ შეუკვეთოთ MasterCard Standard ტიპის ბარათი და დაისვათ ოვერდრაფტის თანხის ლიმიტი აღნიშნულ ბარათზე.  ბარათს კი გამოიყენებთ ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილას სადაც მიიღება MasterCard ბარათი.

ამასთან შეგიძლიათ შეუკვეთოთ დამატებითი ბარათი თქვენი ახლობლებისთვის საქართველოში, გადარიცხოთ თქვენი ბარათიდან მის ბარათზე თანხა სწრაფად და მარტივად. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ.

 

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

საბერძნეთი: +30 2111 988 999

დიდი ბრიტანეთი: +44 2 030 340 125 

იტალია (რომი, ბარი) : +39 08 09995576

 

WhatsApp: +995 322 492525