სწრაფი ფულადი გზავნილი ანგარიშის გახსნის გარეშე.
ფულადი გზავნილის გაგზავნა შესაძლებელია ინტელიექსპრესის ოფისებიდან როგორც ქვეყნის გარეთ, ისე ქვეყნის შიგნით.
თანხის გასაგზავნად აუცილებელია იცოდეთ მიმღების სახელი, გვარი და ქვეყანა სადაც აგზავნით თანხას.
თანხის გაგზავნისთანავე გადმოგეცემათ უნიკალური კოდი, რომელიც უნდა აცნობოთ მხოლოდ თანხის მიმღებ პიროვნებას.
გზავნილის მისაღებად აუცილებელია თან იქონიოთ გზავნილის უნიკალური კოდი, რომელსაც გადმოგცემთ გამომგზავნი და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
სმს შეტყობინება თანხის მიღების თაობაზე იგზავნება იმ შემთხვევაში, თუ გამომგზავნს მითითებული აქვს მიმღების მობილური ტელეფონის ნომერი.
ინტელიექსპრესის მომხმარებლებს შეუძლიათ ისარგებლონ ვალუტის გადაცვლის სერვისით ათენისა და სალონიკის ფილიალებში.
ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ კლიენტებს შევთავაზოთ ყველაზე კონკურენტუნარიანი გაცვლითი კურსები ბაზარზე. სწორედ ამიტომ კურსები ქვეყნდება ყოველდღიურად და იცვლება რამდენჯერმე დღის განმავლობაში. გამონაკლისი ოფიციალური დასვენების დღეებია.
ინტელიექსპრესში მომხმარებელი იღებს ყველაზე კარგ კურსებს გადაცვლის საკომისიოს გარეშე.
ინტელიექსპრესი მომხარებელს სთავაზობს კომუნალურების გადასახადის სერვისს როგორც საბერძნეთის, ისე საქართველოს ტერიტორიაზე.
სერვისით სარგებლობა შესაძლებელია ინტელიექსპრესის ოფისებიდან.
ხელმისაწვდომი გადახდის სერვისები:
საქართველოს მოქალაქეებს ვაძლევთ შესაძლებლობას ისარგებლონ ოვერდრაფტით ფულად გზავბილებზე.
ოვერდრაფტით კომფორტულად შეძლებთ წინასწარ დამტკიცებული ლიმიტის ფარგლებში გაგზავნოთ ფული თქვენს ახლობელ ადამიანებთან სამშობლოში და თანხა მოგვიანებით გადაიხადოთ.
თუ გსურთ ოვერდრაფტით სარგებლობა გთხოვთ შეავსეთ განაცხადი.
დაწვრილებით ინფორმაცია ოვერდრაფტის შესახებ იხილეთ განაცხადის ფორმის ქვემოთ.
რა საბუთები დასჭირდება მომხმარებელს, რომ კრედიტ-გზავნილის სერვისით ისარგებლოს?
მომხმარებელს შეუძლია ისარგებლოს ინტელიექსპრესის ოვერდრაფტის სერვისით, რომელიც გულისხმობს ფულადი გზავნილის განხორციელებას თანხის მოგვიანებით გადახდით. ეს პროდუქტი კომპანიამ სპეციალურად თავისი მომხმარებლებისთვის შექმნა, რათა მათ შესაძლებლობა მიეცეთ გაგზავნონ ფული საქართველოში იმ შემთხვევაშიც კი, თუ არ აქვთ საკმარისი თანხა.
რას წარმოადგენს ინტელიექსპრესის ოვერდრაფტის სერვისი?
ინტელიექსპრესმა პროდუქტი ოვერდრაფტი, რამდენიმე წლის წინ, სპეციალურად საკუთარი ერთგული მომხმარებლებისთვის შექმნა. პროცედურა მარტივია: მომხმარებელი აღნიშნული ტიპის ფულად გზავნილს ახორციელებს ისევე, როგორც ჩვეულებრივ ფულად გზავნილს, უბრალოდ, იგი ამ შემთხვევაში არ იყენებს საკუთარ ფულად სახსრებს, თანხას ინტელიექსპრესი რიცხავს სესხის სახით.
რით არის საინტერესო ეს სერვისი?
მოგეხსენებათ, ხშირად ხდება, რომ მომხმარებელს ეჩქარება თანხის გაგზავნა, მაგრამ იმ მომენტისთვის საკმარისი ფული არ აქვს, - სწორედ ასეთ დროს ეხმარება მას ჩვენი სერვისი. ოვერდრაფტის ხელშეკრულების არსებობის შემთხვევაში თანხის გაგზავნა ოფისში მისვლის გარეშე, სახლიდან გაუსვლელადაც არის შესაძლებელი. რაც შეეხება აღებული თანხის გადახდის პირობებს: გადახდის სისტემა მოქნილი და მარტივია და გათვალისწინებულია საშეღავათო პერიოდი, როცა მომხმარებელს ოვერდრაფტის სერვისით უფასოდ სარგებლობა შეუძლია.
რას გულისხმობს უფასოდ ოვერდრაფტის გზავნილით სარგებლობა?
კრედიტ-გზავნილის განხორციელების შემდეგ, 5 დღის განმავლობაში მომხმარებელს შეუძლია უპროცენტოდ ისარგებლოს სერვისით. თუ თანხას 5 დღეში დააბრუნებთ რამდენიც გაგზავნა ინტელიექსპრესმა თქვენ მაგივრად, ზუსტად იმდენის შეტანა მოგიწევთ. მხოლოდ 5 დღიანი პერიოდის ამოწურვის შემდეგ დაერიცხება თანხას პროცენტი.
როგორია სესხის დაფარვის სქემა და საპროცენტო განაკვეთები?
თანხის დაფარვა აუცილებელია თვის ბოლოს. პროცენტი გამოითვლება დღეების მიხედვით, ამიტომ თანხის ერთ თვეზე ადრე დაფარვის შემთხვევაში ნაკლები პროცენტის გადახდა მოგიწევთ. ჯამში, გადახდის ვადა არის თანხის გაგზავნიდან ერთი თვე და ფარავთ ინტელიექსპრესის მიერ გაგზავნილ თანხას და პროცენტს. დაგვიანების შემთხვევაში მოქმედებს ინტელიექსპრესთან გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციები.
მაგალითად, როდესაც მომხმარებელი 100-ლარიან კრედიტ-გზავნილს ასრულებს. გაგზავნის დღიდან 5 დღის განმავლობაში მას მოუწევს ზუსტად 100 ლარის დაბრუნება. თუ 5 დღის განმავლობაში არ მოხდა თანხის დაბრუნება, მე-6 დღიდან მსესხებელს დაერიცხება საპროცენტო სარგებელი და თვის ბოლოს ჯამში 105 ლარის გადახდა მოუწევს.
როგორ ვისარგებლოთ ინტელექსპრესის ოვერდრაფტის სერვისით?
სერვისით სარგებლობისთვის საჭიროა:
აღნიშნული პროცედურის გავლის შემდეგ მომხმარებელს, მისი გზავნილების ისტორიის გათვალისწინებით, პროგრამულად დაუმტკიცდება საკრედიტო ლიმიტი.
შემდგომში უკვე მრავალჯერადად შეეძლებათ ისარგებლოს
კრედიტ-გზავნილის სერვისით. საჭიროების შემთხვევაში კი გაგზავნოს თანხა ოვერდრაფტით ოფისში მიუსვლელად.
იმ ქალაქებში მცხოვრებ მომხმარებლებს, სადაც ინტელიექსპრესის ფილიალი არ არის, თუ შეუძლიათ ოვერდრაფტის სერვისით სარგებლობა?
დიახ, რა თქმა უნდა, განაცხადის შევსება შეუძლია ყველა საბერძნეთსა და იტალიაში მყოფ მომხმარებელს ინტერნეტის საშუალებით, ხელშეკრულების გაფორმება და შემდეგ უკვე სერვისით სარგებლობა კი შეუძლიათ აღნიშნულ ქვეყნებში არსებული ინტელიექსპრესის ნებისმიერ ოფისში მისვლით.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
საბერძნეთი: +30 6992497900
WhatsApp: +995 322 492525